ნატოს სამიტისთვის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია

09 ივლისი 2024, 10:31 329 ნახვა

ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტისთვის გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. თეთრი სახლისა და მიმდებარე ტერიტორიების დასაცავად უსაფრთხოების ძალებმა დაამონტაჟეს ღობეები და აღმართავენ ბარიკადებს.

ნატოს 32 წევრი ქვეყნის ლიდერები ვაშინგტონში ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ალიანსის სამიტზე  უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე იმსჯელებენ რუსეთის  წინააღმდეგ ომში. 

ნატოს ლიდერები ასევე განიხილავენ პოლიტიკურ გაურკვევლობას ევროპაში, საფრანგეთის არჩევნებში მემარცხენე და  ულტრამემარჯვენე პარტიების გამარჯვების შემდეგ და ევროპარლამენტის არჩევნებში გერმანიის კანცლერის კოალიციის წარუმატებელ შედეგს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში