ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი მოსკოვში უნგრეთის პრემიერის ვიზიტს ეხმაურება.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიქტორ ორბანი უკრაინაში ომის დასასრულებლად პოტენციურ შუამავლად პოზიციონირებას განაგრძობს, იმ ფონზე როცა თავად რუსეთის პრეზიდენტი სერიოზულ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.
ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ ორბანი სავარაუდოდ ცდილობს, დასავლეთის ყურადღება შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადაიტანოს, რათა ევროპული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეარყიოს.
აქვე აღნიშნავენ, რომ ორბანი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა და ძირს უთხრიდა ევროკავშირის ძალისხმევას, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაეწია.