ბაიდენმა განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის და კვლავ გაიმარჯვებს

06 ივლისი 2024, 11:38 322 ნახვა

ყოვლისშემძლე ღმერთი თუ დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთი დედამიწაზე არ ჩამოვა, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა.

„მე ჩემი თავი ორ რამეში დავარწმუნე, რომ მე ყველაზე კვალიფიცირებული ადამიანი ვარ და ვიცი, როგორ დავამარცხო ტრამპი, როგორ მივაღწიო შედეგს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენმა უარი თქვა, ჩაიტაროს „კოგნიტური ტესტი“ და მისი შედეგები გაასაჯაროოს. მისივე თქმით, ის „„კოგნიტურ ტესტს“ ფაქტობრივად, ყოველდღე გადის, როდესაც თეთრ სახლში საქმიანობს“.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პირველ სატელევიზიო დებატებზე მისი წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი გადაღლილობა და გაციება იყო.

სატელევიზიო დებატების შემდეგ, დემოკრატიული პარტიის წევრების ნაწილი და დონორები მოუწოდებენ ბაიდენს, გამოეთიშოს საპრეზიდენტო მარათონს, რაზეც იგი უარს ამბობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი