ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები ჯამში 19 ათას 300 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება ოზურგეთში. სამუშაოები ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.
ინვენტარიზაციას ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული მეტყევე ტაქსატორები ახორციელებენ.