ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ნაწილებში ძლიერი სიცხეა, რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით 40 გრადუსს აჭარბებს.
2024 წელი იქნება ყველაზე ცხელი წელიწადი ისტორიაში“, - აცხადებს ტუნისელი კლიმატის ექსპერტი და ვარაუდობს, რომ წელს ზაფხული შარშანდელ ექსტრემალურ ტემპერატურას გადააჭარბებს.
თითქმის მთელ არაბულ რეგიონში წყლის დეფიციტია და მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა დამატებითი ზეგავლენა მოახდინოს წყლის რესურსებზე.