დნეპროპეტროვსკიზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა - უკრაინული მედია

03 ივლისი 2024, 12:39 324 ნახვა

უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკიზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, ასევე დაინგრა რამდენიმე შენობა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი