მექსიკაში სამართალდამცველებმა სატვირთო მანქანაში 19 კაცის ცხედარი აღმოაჩინეს - ინფორმაციას ადგილობრივი პროკურატურა ავრცელებს.
მსხვერპლები, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ გვატემალის კრიმინალურ დაჯგუფებასა და მექსიკის ძლიერ კარტელს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში.
პროკურატურის განცხადებით, ხუთ მამაკაცს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ჭრილობების ნიშნები და ყველა იპოვეს სატვირთო მანქანის საბარგულში, ეცვათ ტაქტიკური ჟილეტები და შეიარაღებული იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღებით.