გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია. თურქეთის ნაკრებმა ავსტრია 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზურისთვის ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.
ინგლისი შვეიცარიასთან ითამაშებს, პორტუგალია საფრანგეთს დაუპირისპირდება, მასპინძელი გერმანია კი ესპანეთს შეხვდება. მატჩები ხუთ და ექვს ივლისს გაიმართება.