ბათუმის ავტოტრანსპორტი მოსახლეობას აფრთხილებს

02 ივლისი 2024, 12:32 8718 ნახვა

ბათუმის ავტოტრანსპორტის განცხადებით, ვრცელდება დეზინფორმაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით BATUMI CARD-ის გამოყენებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, 1 წლით უფასო მგზავრობასთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

"გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და ნებისმიერი ინფორმაცია მუნიციპალური ტრანსპორტის შესახებ გადაამოწმოთ ოფიციალურ ვებგვერდსა და ცხელ ხაზზე: 0422 24 76 76"- განმარტავენ ბათუმის ავტოტრანსპორტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი