საშიში პრეცედენტი - ბაიდენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

02 ივლისი 2024, 09:58 348 ნახვა

ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო იმუნიტეტის შესახებ, რომელიც მისი ოპონენტის, ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამარჯვებად განიხილება და მას უწოდა საშიში პრეცედენტი.    

ბაიდენის თქმით,  ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ტრამპს 5 ნოემბრის არჩევნებამდე სასამართლოში წასვლა სავარაუდოდ არ მოუწევს და პასუხს არ აგებს  2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმებაში მისი როლის გამო. 

ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ოფიციალურ ქმედებებზე სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი მიანიჭა.

აბსოლუტური იმუნიტეტი ვრცელდება ყველა იმ ოფიციალურ ქმედებაზე, რომელიც მათ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს განახორციელეს. თუმცა იმუნიტეტი არ ვრცელდება არაოფიციალურ, პირადი ხასიათის ქმედებებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში