იზმირის ერთ-ერთ რესტორანში აფეთქებას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა

02 ივლისი 2024, 10:52 358 ნახვა

თურქეთის ქალაქ იზმირის ერთ-ერთ რესტორანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფეთქება, სავარაუდოდ, პროპანის ავზმა გამოიწვია. პოლიციამ ერთი ადამიანი უკვე დააკავა, რომელიც შესაძლოა ინციდენტზე იყოს პასუხისმგებელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი