ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისთვის, სლოვენიური მეთოდის გამოყენებით, ტყეებში უსაფრთხო მუშაობის შესახებ ფართომასშტაბიანი სასწავლო პროგრამა ხორციელდება.
საველე სწავლებასთან ერთად, სატყეო გზები, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო ბილიკები, საბანაკე და საპიკნიკე ადგილები მოეწყობა. სწავლება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა II“ ფარგლებში მიმდინარეობს.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი.