ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება.
პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრობის მსურველები სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ.
წელს საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქში იქნება, მათ შორის ბათუმსა და ხულოში. ბათუმში სამი საგამოცდო ცენტრია გახსნილი პირველ, მეათე და მე-14 საჯარო სკოლებში.