ჩინეთში გადაუღებელ წვიმებს წყალდიდობა მოჰყვა

01 ივლისი 2024, 13:02 361 ნახვა

გადაუღებელმა წვიმებმა ჩინეთის აღმოსავლეთ ანჰუის პროვინციაში  წყალდიდობა გამოიწვია, დატბორილია სოფლები და ევაკუირებულია მოსახლეობა.  

წყალდიდობის შედეგად  ასევე დაიტბორა საბორნე პორტი ქალაქ ტუნლინში, მდინარე იანცზიზე. ძლიერმა წვიმამ დააზარალა ძიანგსის პროვინცია, დატბორა ბრინჯის მინდვრები და გაანადგურა მოსავალი.

ჩინეთის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრი  3 ივლისიდან ძლიერი  ნალექის შესუსტებას ვარაუდობს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში