გერმანიის ქალაქებში ულტრამემარჯვენე ძალების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაციები მიუნხენსა და ბრემენში ჩატარდა. ორგანიზატორების განცხადებით, მიუნხენში, დემონსტრაციაში 300 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობდა.
„ხმამაღლა მემარჯვენეების წინააღმდეგ“ – ასეთი იყო ბრემენში გამართული აქციის ლოზუნგი. პოლიციის მონაცემებით, შეკრებაში 35 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორების შეფასებით კი, აქციაზე 50 ათასამდე დემონსტრანტი შეიკრიბა.
საპროტესტო გამოსვლები ასევე გაიმართა ჰანოვერსა და გერმანიის სხვა ქალაქებშიც.