ვითარება ახლო აღმოსავლეთში

09 თებერვალი 2025, 14:09 178 ნახვა

ახლო აღმოსავლეთში ვითარება სტაბილურდება. ისრაელის ძალები ნეტზარიმის დერეფანს ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. ეს მილიტარიზებული ზონა ღაზის სექტორს ორ ნაწილად ყოფს. გავრცელებული ცნობით, ცახალი ტერიტორიიდან სამხედროებს დღეს სრულად გაიყვანს. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის გეგმა ღაზიდან პალესტინელების გადასახლებაზე არის პირველი ახალი იდეა ბოლო წლებში.

„ფოქს ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტთან ურთიერთობაზე, ღაზაზე და ისრაელელ მძევლებზე, რომლებიც ამ დრომდე „ჰამასის“ ტყვეობაში არიან.

ნეთანიაჰუს თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ისრაელს მომდევნო კვირას ცოცხალი მძევლების 75% ეყოლება დაბრუნებული.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში