ლევილის მამულში ქართული ფესტივალის მე-6 კვირა დასრულდა. მაყურებლის წინაშე ქობულეთის, ყვარლის, წალენჯიხის, ლენტეხის, ხარაგაულის, გორის სალოტბარო სკოლების აღსაზრდელები წარსდგნენ.
ფოლკლორულმა ანსამბლმა „ლალხორიმ“ სვანური მრავალხმიანობის უნიკალური ნიმუშები შეასრულა.
ლევილის მამული ქართულ ფესტივალს 24 მაისიდან ყოველ შაბათ-კვირას მასპინძლობს.
წლევანდელ ფესტივალში ორი თვის განმავლობაში 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი მონაწილეობს.
ფესტივალი 14 ივლისს დასრულდება.