საფრანგეთში ულტრამემარჯვენეთა გამარჯვებას ქუჩებში პროტესტი და არეულობა მოჰყვა

01 ივლისი 2024, 10:01 402 ნახვა

მომიტინგეები შეიკრიბნენ საფრანგეთის დედაქალაქში საღამოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რომელმაც მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ეროვნული გაერთიანება გამარჯვებულად გამოაცხადა. მომიტინგეებმა პარიზის ქუჩებში პეტარდები ააფეთქეს და ცეცხლი წაუკიდეს  ნაგვის ურნებს.

ეგზიტპოლების მონაცემებით,  ულტრამემარჯვენეებმა   ხმების დაახლოებით 34% მიიღეს. 28.1 პროცენტით მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების 20.3 პროცენტი მოიპოვა.

რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ ხმების 10.2 პროცენტი მიიღეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში