ბათუმში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ნომერ 115-ე კორპუსი ამორტიზირებულია, სიძველის გამო ბინას დღითიდღე ბზარები უჩნდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობას ქმნის.
მოქალაქეები ყვებიან, რომ ბინის საძირკველში საკანალიზაციო სისტემებიც დაზიანებულია, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
კორპუსის მცხოვრებლები შესაბამისი უწყებიდან მდგომარეობის დეტალურად შესწავლას და დროულ რეაგირებას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად მათ წერილობით შესაბამის სამსახურებს არაერთხელ მიმართეს.
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ აღნიშნული კორპუსის შესწავლის მიზნით ექსპერტიზის ბიუროში მოთხოვნა გაგაზავნილია. შესაბამისი ღონისძიებები დასკვნის მიღების შემდეგ გატარდება.