დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა,დილიდან ამ დღის აღსანიშნავად სხვადასხვა საზღვაო სასწავლებლის სტუდენტებმა ნავსადგურამდე მსვლელობა გამართეს, სადაც მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. პირველ კურსელებმა ფიცი დადეს.
საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის დააჯილდოვეს საზღვაო პროფესიის წარმომადგენლები, გამოვლინდნენ საზღვაო სფეროს კეთილი ნების ელჩებიც.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ 1 ივლისიდან ძალაში შედის კანონი მეზღვაურთა შრომის უსაფრთხოების შესახებ.