ახალი სანერგე ჯიშები, ყურძნის სუბსიდირება, სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და შხამ- ქიმიკატების შეღავათიან ფასად შეძენა - ეს პრობლემები ქედის მოსახლეობამ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრისას დაასახელა. ადგილობრივებმა ასევე, მამაპაპისეული ტერიტორიების საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ. ისაუბრეს თემის რწმუნებულის არჩევის წესთან შესახებაც. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით ჩატარდა.