პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს.
„აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!“ - წერს ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, გახელაძის ცხედარი კუს ტბის მიმდებარედ იპოვეს. 57 წლის პროფესორს 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ.