ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

24 ივნისი 2024, 14:04 315 ნახვა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა. ახალი სანქციები ვრცელდება რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებზე, როგორებიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა და ართულებს ევროკავშირის შეზღუდვების გვერდის ავლას.

ევროკავშირის სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის გადატვირთვის მომსახურების აკრძალვას მესამე ქვეყნებში გადაზიდვის მიზნით; მშენებარე თხევადი ბუნებრივი აირის პროექტების დასასრულებლად ახალი ინვესტიციების,   ფინანსური შეტყობინებების სისტემის გამოყენების,   პორტებთან დაშვებისა და გემებისთვის მომსახურების გაწევის აკრძალვებს,  რომლებიც რუსეთის ომში მონაწილეობენ; ევროკავშირში ფრენების უფრო ფართო აკრძალვას; შემდგომი იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს და შეზღუდვებს.

პოლიტიკურ პარტიებსა და ფონდებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ ექნებათ უფლება მიიღონ დაფინანსება რუსეთიდან, ხოლო სანქციები დაეკისრა 116 იურიდიულ და ფიზიკურ პირს. ევროკავშირი კრძალავს ახალ ინვესტიციებს, ასევე საქონლის, ტექნოლოგიებისა და სერვისების მიწოდებას თხევადი ბუნებრივი აირის მშენებარე პროექტების დასასრულებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში