დაღესტანში, უცნობმა პირებმა სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. სროლას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, ერთი კი დაჭრილია. ინფორმაციას უცხოური მედია, დაღესტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა დერბენტში მოხდა. ეჭვმიტანილები ავტომობილით მიიმალნენ.
დაუდგენელი პირები, მახაჩყალაში, საგზაო-საპატრულო პოლიციის პოსტსაც დაესხნენ თავს. დაღუპულია პოლიციის ერთი თანამშრომელი, ექვსი კი დაშავებულია.