პოლიციამ ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

23 ივნისი 2024, 20:31 271 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი,1985 წელს დაბადებული გ.წ., ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუხიანში, ორ მოქალაქეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მათ მიმართ ფიზიკურად იძალადა და ბასრი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი