რუსეთმა, შესაძლოა, ბირთვული დოქტრინა შეცვალოს, თუ მის მიმართ გამოწვევები და საფრთხეები გაიზრდება - დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი

23 ივნისი 2024, 13:42 344 ნახვა

რუსეთმა, შესაძლოა, ბირთვული დოქტრინა შეცვალოს, თუ მის მიმართ გამოწვევები და საფრთხეები გაიზრდება. ამის შესახებ, სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა.

კარტაპოლოვის თქმით, შესაძლოა, შეიცვალოს დრო ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ შეიცვლება სამხედრო-პოლიტიკური გარემოება. დოქტრინა ასახავს ჩვენს რეაქციას იმაზე, რაც ჩვენი ქვეყნის გარშემო ხდება. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ გამოწვევები და საფრთხეები იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, რამე შესწორება შევიტანოთ მასში ბირთვული იარაღის გამოყენების დროსთან, ამ გამოყენების გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. თუმცა, კონკრეტულად, რა თქმა უნდა, ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა კარტაპოლოვმა.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც განაცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ბირთვული დოქტრინა შეცვალოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი