ბალკანეთის ქვეყნებში ძლიერი სიცხის გამო, ენერგიის გაზრდილმა მოხმარებამ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები შექმნა. ალბანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, მონტენეგროსა და ხორვატიის სანაპირო რეგიონში ელექტროენერგიის მიწდება რამდენიმე საათით გაითიშა.
ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ხორვატიაში გაითიშა შუქნიშნები, რამაც მსხვილი ქალაქების ქუჩებში სატრანსპორტო ქაოსი გამოიწვია.
ელექტროენერგიის გათიშვამ პრობლემები შექმნა ხორვატიის ტურისტულ ზონაში, სადაც დენის გამორთვის გამო, დროებით დაიხურა რესტორნები, კაფეები და მაღაზიები. რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს.
ალბანეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება საათ-ნახევარში აღადგინეს, თუმცა, დენის გათიშვის რისკი კვლავ არსებობს.