პრემიერ-მინისტრი: პარტნიორების მიმართ მთავარი გზავნილია, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა 

21 ივნისი 2024, 12:05 364 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების  გადატვირთვის აუცილებლობაზეც ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტნიორობის გაჯანსაღების საჭიროება ეხება ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. 

აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მუშაობდნენ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი,  რომ მას შემდეგ შეიქმნა პრობლემები და  სირთულეები.

პრემიერმა განაცხადა ისიც, რომ ნატო-ს ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები გაფართოების კუთხით ამ ეტაპზე იმედისმომცემი არ არის, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი 2030 წლისთვის რეალურია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი