პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საარჩევნო კოდექსში" შესატან კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს განიხილავენ. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს პრეიზიდეტის საპარლამენტო მდივანი წარუდგენს.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების უზურპაციის მცდელობის პროცესზე მიუთითებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დაძლევენ.