ბათუმის დემოკრატიის სკოლამ სასწავლო წელი დაასრულა. 5-თვიან სასწავლო კურსს, კონკურსის შედეგად შერჩეული 20 მსურველი გადიოდა. ნიმდის დემოკრატიის სკოლები ინტენსიურ საგანამნათლებლო პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი. პროექტს საქართველოში „ნიდერლანდის ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ახორციელებს.