აშშ-ის რამდენიმე შტატში, ცხელი სეზონი რეკორდული სიცხეებით იწყება. ნიუ-იორკის შტატში ნაადრევად გაიხსნა პლაჟები და საჯარო აუზები, ასევე ქალაქში წელს პირველად ამუშავდება გაგრილების ცენტრები.
ორშაბათს ჩიკაგოს ო'ჰარის საერთაშორისო აეროპორტში ცელსიუსით 36 გრადუსიანი სიცხე დაფიქისრდა.
უახლოეს დღეებში ჰაერის მაღალი ტემპერატურა არის მოსალოდნელი დეტროიტში, ფილადელფიაში, ასევე ნიუ-ჰემფშირის, კონექტიკუტისა და მეინის შტატების ქალაქებში.