პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი დაიწყო. ამ წუთებში დეპუტატების შეკითხვებს გიზო უბილავა პასუხობს. დღეს დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კიდევ ორ კანდიდატთან ბადრი შონიასთან და გოჩა ჯეირანაშვილთანნ გასაუბრება.
შეკითხვებამდე კანდიდატები დეპუტატებს თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აცნობენ. სხდომას არ ესწრება ოპოზიცია. შერჩევის მთავარ კრიტერიუმებად უმრავლესობა მოსამართლეების კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობას ასახელებენ.