„შამქორი 2024“ ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საველე სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით მე-5 საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფების მხარდაჭერით ჩაატარეს.
სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების სინქრონიზებულ მოქმედებას, მოსალოდნელ საფრთხეზე მყისიერ რეაგირებასა და ამოცანების შესრულებას.