საფრანგეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

17 ივნისი 2024, 14:01 396 ნახვა

საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების კამპანია დაიწყო. პრეზიდენტმა   შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ მიიღო და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები  ამ თვის ბოლოს დანიშნა მას შემდეგ, რაც მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში მაკრონის პარტია დაამარცხა. 

ამ ნაბიჯმა საფრანგეთი პოლიტიკურ გაურკვევლობაში ჩააგდო და  ულტრამემარჯვენეებს რეალურ პოლიტიკაში მოსვლის შანსი მისცა, რამაც შეიძლება შეასუსტოს მაკრონის პრეზიდენტობა მის დასრულებამდე სამი წლით ადრე. ბოლო კვლევების თანახმად, გამოკითხვებში ლე პენის  ეროვნული გაერთიანება ლიდერობს მაშინ, როცა საფრანგეთის მემარცხენე პარტიებმა საარჩევნოდ  ახალი ალიანსი შექმნეს. 

ლე პენი აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან გადაყენებას არ შეეცდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი