საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები, თბილისის დროით, 19:42 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთით 4კმ-ში, სოფელ ცხმორთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.
ონთან მიწისძვრა დღეს, 17:16 საათზეც მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.