აშშ-ში, დეტროიტის აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა კაცმა, პარკის ტერიტორიაზე, 30-მდე გასროლა განახორციელა, შემდეგ კი, ადგილიდან მიიმალა. დაჭრილთა შორის ორი მცირეწლოვანია.
პოლიციამ თავდამსხმელი, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვა. მან, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავდასხმის მოტივი და აკვაპარკთან მისი კავშირი უცნობია.