ევროკავშირის სასამართლოს ჯარიმა უნგრეთს

13 ივნისი 2024, 14:48 372 ნახვა

უნგრეთს მიგრაციული პოლიტიკის ფარგლებში ზომების შეუსრულებლობისთვის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ქვეყანას დადგენილი ზომების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში, თითოეულ დღეს ჯარიმის სახით 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

2020 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობას მიგრანტებთან მოპყრობასთან დაკავშირებით, უნგრეთი არ აკმაყოფილებს და მას ბუდაპეშტთან მიგრაციული პოლიტიკის ცვლილება დაავალა. მისი შეუსრულებლობა კი ევროკავშირის კანონმდებლობის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს.

თავის მხრივ, 2020 წლის გადაწყვეტილების შესასრულებლად, უნგრეთმა თავშესაფრის მაძიებელთა საერთაშორისო დაცვის პროცედურის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომები არ მიიღო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი