ფიზიკური დაპირისპირება იტალიის პარლამენტში

13 ივნისი 2024, 14:47 355 ნახვა

ფიზიკური დაპირისპირება იტალიის პარლამენტში. სესიაზე, რომელზეც რეგიონების ავტონომიის კანონპროექტი განიხილებოდა, დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა.

სხდომას ესწრებოდა რეგიონულ საკითხთა მინისტრი რობერტო კალდეროლი.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ დეპუტატი ლეონარდო დონო მინისტრთან მივიდა და დროშის გადაცემა სცადა, რა დროსაც მას სხვა დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

დონოს თავის არეში ორჯერ ჩაარტყეს, საჭირო გახდა სამედიცინო პერსონალის ჩარევა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი