9 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან. დედაქალაქში დაღუპულებს დილიდან იხსენებენ. გარდაცვლილთა მემორიალთან მოქალაქეები მიდიან. 2015 წელს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, ორი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. უსახლკაროდ დარჩა რამდენიმე ათეული ოჯახი.