ოკუპანტების იერიშს კრივოი-როგზე 9 ადამიანი ემსხვერპლა

13 ივნისი 2024, 11:55 304 ნახვა

ოკუპანტის იერიში უკრაინის ქალაქებზე გრძელდება. გასულ დღეს, დნეპრპეტროვსკის ოლქში, კრივოი - როგზ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, დაშავებულია 29 პირი, მათ შორის 5 ბავშვია. გავრცელებული ცნობით დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობა.

ფაქტს, პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. განაცხადა, რომ რუსული ტერორი ადასტურებს იმას, რომ უკრაინამ თავის პარტნიორებთან ერთად საჰაერო თავდაცვა უნდა გააძლიეროს.

უკრაინის ფრონტზე რთული ვითარების შესახებ საუბრობს  ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი. კირილ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ რთული პერიოდის მიუხედავად არმაგედონი არ იქნება და უკრაინა გაიმარჯვებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი