ჰანტერ ბაიდენი ნაფიც მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

12 ივნისი 2024, 11:25 324 ნახვა

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟს ჰანტერ ბაიდენს  ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.   

12-კაციანმა ნაფიცმა მსაჯულებმა დელავერის შტატის ქალაქ ვილმინგტონში, ბაიდენების მშობლიურ ქალაქში - ბრალდებული დამნაშავედ  სამივე პუნქტში ცნო.

54 წლის ჰანტერ ბაიდენი განაჩენის წაკითხვის შემდეგ იმედგაცრუებული დარჩა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი ეთანხმება საქმის შედეგს და პატივს სცემს სასამართლო პროცესს, რადგან მისი შვილი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.  ჰანტერ ბაიდენს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 750 ათას დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში