რუსეთ-ბელარუსის შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნები განახლდა

11 ივნისი 2024, 10:08 221 ნახვა

რუსეთისა და ბელორუსის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში ტაქტიკური ბირთვული წვრთნების მეორე ეტაპი დაიწყეს - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. ამავე უწყების თანახმად, წვრთნები მიზნად ისახავს ორი ქვეყნის სამხედრო პერსონალისა და შეიარაღების მზადყოფნის უზრუნველყოფას მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

„სწავლებისას შემუშავდება რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნის საკითხები არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს  ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება მას შემდეგ უბრძანა, რაც მოსკოვმა საფრანგეთის, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატებისგან საფრთხის შესახებ განაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში