საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს. ჯო ბაიდენს ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნორმანდიაში მოკავშირე ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრო.
პრეზიდენტების გაცხადებით, ისინი არ შეწყვეტენ მუშაობას, ვიდრე ისრაელელი მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ მიაღწევენ.