„მივესალმები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, სავიზო შეზღუდვები დაუწესონ მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრასა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზე.” – ასე ეხმაურება ჯინ შაჰინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას.
ამერიკელი სენატორი სოციალურ ქსლეში წერს, რომ კონგრესში წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი, „ქართველი ხალხის აქტი“ ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის.