ყოფილი 90-ე სატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე 37 წლის რეპრესიების მსხვერპლთა ნეშთების მოძიების პროცესი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, შეჩერებულია. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის მიზეზი მიმდინარე პროცედურებია. უწყებაში განმარტავენ, რომ ვინაიდან დახვრეტილთა მოძიების პროცესში ეკლესია აქტიურად არის ჩართული, მთავრობა ტერიტორიის საპატრიარქოსთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხზე მსჯელობს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, კი გათხრები გაგრძელდება. სამუშაოების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტებიც. მათი განცხადებით, 1937-38 წლების საბჭოთა რეპრესიებს აჭარაში 670 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა ნეშთებიც რეგიონის სხვადასხვა ნაწილშია გაბნეული და მათი მოძიება ისტორიული მნიშვნელობისაა.