ისრაელის ჩრდილოეთში ჰესბოლას თავდასხმას მასშტაბური ხანძარი მოჰყვა

04 ივნისი 2024, 14:20 338 ნახვა

ისრაელის ჩრდილოეთის დიდი ნაწილი ძლიერმა ხანძარმა მოიცვა, რომელიც „ლიბანიდან  დაჯგუფება ჰეზბოლას ბოევიკების მიერ გაშვებული რაკეტების შედეგად გაჩნდა. 

სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ ცეცხლს. ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებსა და სოფლებში ცეცხლი საცხოვრებელ  სახლებზეც გავრცელდა. ისრაელის პარკების ადმინიტრაციის განცხადებით,  ხანძარმა ათასობით ჰექტარი მოიცვა. 

ისრაელის სამხედრო  სარდლობამ შემთხვევის რაიონში სპეციალური აღჭურვილობა და ჯარისკაცები გაგზავნა. მსუბუქად დაშავებულია ექვსი სამხედრო რეზერვისტი. ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ხელს უწყობს  ცხელი და მშრალი ამინდი. პოლიციამ გადაკეტა გზები და სტიქიის რაიონში ჯერ კიდევ დარჩენილ მოსახლეობას უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში