ხელვაჩაურში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ შენობაში 20-მდე სოციალურად დაუცველი მოქალაქე შეიჭრა 

03 ივნისი 2024, 16:35 519 ნახვა

ხელვაჩაურში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობაში, 20-მდე სოციალურად დაუცველი მოქალაქე შეიჭრა.

მოქალაქეები სპეციალური დაცვის ჯგუფის შენობაში ღამის 4 საათზე შევიდნენ. ისინი ამბობენ, რომ მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან, ვერ იხდიან ქირის საფასურს, არიან უსახლკაროები და იძულებულები არიან რადიკალურ ფორმებს მიმართონ.

ადგილზე სამართალდამცავები და არასამთავრობო ორგანიზაცია “ხმა ერისა გზა ხანისა” წარმომადგენლები იმყოფებიან.

პოლიციის ინფორმაციით, მოქალაქეები შენობიდან უკვე გამოიყვანეს. მათ საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე შეხვდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი