თურქეთში, სტამბოლის ცენტრში, ოთხ სართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიდან 8 ადამიანი გამოიყვანეს. ერთი მათგანი მძიმედაა დაშავებული.
თურქული მედიის ცნობით, ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, უკანონო დაშენება გახდა.