ბავშვთა დღე ბათუმში

01 ივნისი 2024, 12:00 1783 ნახვა

უხვი ნალექის გამო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმში გადაიდო. ბათუმის კულტურის ცენტრში განმარტავენ, რომ პროგრამა ცენტრალურ პარკში  ღია ცის ქვეშ იყო ჩანიშნული, უხვი ნალექის გამო კი აღნიშნულ ტერიტორიაზე შეუძლებელია კონცერტის ჩატარება.

პატარებისთვის დაგეგმილი ფესტივალი ნალექის  შემცირების  შემდგომ  განახლდება. 

ცნობისთვის, ბათუმის ცენტრალურ პარკში დაგეგმილ კონცერტში  30-მდე სტუდიის  1 500-მდე ბავშვის მონაწილეობა იყო დაგეგმილი. 

ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ჩანიშნულ  ღონისძიებებისთვის 59 ათასი ლარია გაწერილი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი