სიძულვილის ენისა და მუქარის შემცველი წარწერები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საცხოვრებელი სახლების კედლებზე. ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრი კახა გუჩმანიძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
აღნიშნულს ბოლო პერიოდში ორგანიზაციის წევრების მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე აქტიურობას უკავშირებს.
ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათი მისამართით ბრალდებები უსაფუძვლოა, ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს და ეს ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა.
გასულ დღეებში წარწერები გაჩნდა პარლამენტის „ქართული ოცნების“ დეპუტატების სახლებთანაც. შეურაცხყოფა ამ შემთხვევაშიც „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერას უკავშირდებოდა.“